ფეხბურთი

13:26 | 6.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩმა თავი დაისაჯა

გენუის “სამპდორიას” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც მსაჯის შეურაცხყოფისთვის ორი მატჩითაა დისკვალიფიცირებული, განაცხადა, რომ ფინანსურად თავს დაისჯის – ფულს ქველმოქმედებაში დახარჯავს და მთელ გუნდს ვახშამზე თავის ხარჯზე დაპატიჟებს.

სერბი სპეციალისტი იტალიის თასის 1/16-ფინალში “ბრეშასთან” მატჩის დროს გააძევეს. სადისციპლინო კომიტეტმა ჩათვალა, რომ მიხაილოვიჩი სათადარიგო მსაჯს შეურაცხყოფდა და მის შეშინებას ცდილობდა, იქნევდა რა წყლიან ბოთლს.

“ბიჭებს ვახშმით გავუმასპინძლდები, მთავარია ითქვას სად და როდის. მე გადავიხდი, რადგან მსგავს სიტუაციებზე რეაგირება ასე უნდა მოახდინო. ის რაც მოთამაშეებს ეხება, პირველ ყოვლისა საკუთარი თავისგან ვითხოვ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსაჯისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მე მხოლოდ სიტუაციის ახსნა ვთხოვე და შესაძლოა, არასწორი ტონი ავირჩიე. ამის მიუხედავად, მისგან პასუხი არ მიმიღია” – იუწყება მიხაილოვიჩის სიტყვებს ინტერნეტპორტალი Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112857