5-6 დეკემბერს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბოლო საშემოდგომო ტური გაიმართება და პირველი წრე დამთავრდება.შეჯიბრება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს განახლდება.
ცოტა ხნის წინათ ისე ჩანდა, რომ თბილისის “დინამოს” ვერავინ შესწვდებოდა, მაგრამ დინამოელთა ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ გვიან შემოდგომისკენ გუნდს ჩავარდნა დაეწყო. “დინამო” ჯერ ბათუმის “დინამოსთან” დამარცხდა შინ, მერე სათასო მატჩში “შუქურასთან” აგებდა, მაგრამ ბოლოსკენ იყოჩაღა და სამი ბურთი გაიტანა. შემდეგ ისევ შინ, “გურიასთან” დამარცხდა. ამ ამბებმა ის შედეგი მოიტანა, რომ თბილისელებს გორის “დილა” წამოეწია, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ზამთრის ჩემპიონიც გახდეს. გორელებისადმი კი საქებარი სიტყვების მეტი არაფერი გვეთქმის. გუნდს, სადაც ფეხბურთელები თვეობით ვერ იღებდნენ ხეფასს, მოტივაცია არ დაუკარგავს და აკი მეორე ადგილზეც დადგა. ახალგაზრდა სპეციალისტმა, უჩა სოსიაშვილმა მებრძოლი, შეკრული გუნდი ჩამოაყალიბა. ერთიცაა, ბოლო წლებში გორელებს თითქმის ყოველ ექვს თვეში ახალი გუნდის შენება უწევთ და მაინც ახერხებენ და ლიდერთა შორის ყოფნას.
ამიტომ, “ჩიხურა” – “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯია” – “დილას” მატჩები ამ ტურში გამორჩეულია.
ასევე საინტერსოა აჭარული დერბი, რომელიც ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმათება ქობულეთის “ჩელე არენაზე.” თავს არც “სამტრედია” და “სპარტაკი” დაზოგავენ, რომლებიც 24-24 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. გაზაფხულამდე მესამეადგილოსნად ყოფნა, ცხადია, სასიამოვნოცაა და პრესტიჟულიც. სამტრედიელები კვირას ზესტაფონში “ეწვევიან” “მერანს,” “სპარტაკი” კი შაბათს ფოთის “კოლხეთს” მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მინდორზე უმასპინძლებს.
6 დეკემბერი
სპარტაკი (ცხინვალი) – კოლხეთი (ფოთი)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო. 14:00
დისკვალიფიცირებულები: ლუკა გუგუჩია, ომარ გოგონაია (კოლხეთი)
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
დინამო (ბათუმი) – შუქურა (ქობულეთი)
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00
მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ბერულავა, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
7 დეკემბერი
ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი)
ივანწმინდა. ცენტრალური. 14:00
დისკვალიფიცირებულები: ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა); გიორგი პაპუნაშვლი (დინამო)
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ი. უკლება, გ. კიკაჩეიშვილი (1 დამხმარე ასისტენტი), ი. კვირიკაშვილი (2 დამხმარე ასისტენტი), ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დილა (გორი)
მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: ლუკა რაზმაძე, დავით ხურცილავა (დილა)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
ზუგდიდი – ზესტაფონი
ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 14:00
დისკვალიფიცირებულები: ლაშა ღონღაძე (ზუგდიდი); ლევან შარიქაძე (ზესტაფონი)
მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, გ. ჩიგოგიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)
მერანი (მარტვილი) – სამტრედია
ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: ვაჟა ლომაშვილი (მერანი); გიორგი დათუნაიშვილი (სამტრედია)
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამაშვილი, გ. ელიკაშვილი, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
ტორპედო (ქუთაისი) – მეტალურგი (რუსთავი)
ქუთაისი. ცენტრალური. 14:00
დისკვალიფიცირებული: შოთა ბაბუნაშვილი (ტორპედო)
მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. ფიფია, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი)
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: ირაკლი სამხარაძე, დავით სვანიძე (სიონი)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, დ. კვეტენაძე, დ. კურტანიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
1. | დინამო (თბილისი) | 14 | 9 | 2 | 3 | 26:12 | 29 | |
2. | დილა | 14 | 8 | 3 | 3 | 20:11 | 27 | |
3. | სამტრედია | 14 | 7 | 3 | 4 | 17:11 | 24 | |
4. | სპარტაკი | 14 | 7 | 3 | 4 | 14:19 | 24 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 14 | 7 | 2 | 5 | 17:14 | 23 | |
6. | მეტალურგი | 14 | 5 | 5 | 4 | 18:15 | 20 | |
7. | მერანი | 14 | 5 | 4 | 5 | 11:10 | 19 | |
8. | ჩიხურა | 14 | 5 | 4 | 5 | 16:17 | 19 | |
9. | ზესტაფონი | 14 | 4 | 6 | 4 | 29:22 | 18 | |
10. | გურია | 14 | 4 | 6 | 4 | 16:23 | 18 | |
11. | შუქურა | 14 | 4 | 5 | 5 | 14:17 | 17 | |
12. | ტორპედო | 14 | 3 | 7 | 4 | 17:17 | 16 | |
13. | კოლხეთი | 14 | 3 | 5 | 6 | 11:16 | 14 | |
14. | სიონი | 14 | 3 | 4 | 7 | 12:19 | 13 | |
15. | ვიტ ჯორჯია | 14 | 3 | 2 | 9 | 12:18 | 11 | |
16. | ზუგდიდი | 14 | 2 | 5 | 7 | 8:17 | 11 |
მეგოლეები:
10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
7 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), კობა შალამბერიძე (გურია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.