ინგლისური გამოცემის “დეილი სტარის” ინფორმაციით, “პორტუ” კოლუმბიელ თავდამსხმელს ჯექსონ მარტინესს ინგლისის პრემიერლიგაში არ გაყიდის. გამოცემის ცნობით, კოლუმბიელით “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი. გარდა ინგლისური გუნდებისა, მარტინესის პერსონით ინტერესს “მილანიც” იჩენს.
ჯექსონ მარტინესს “პორტუსთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.