მცირე ხანია, რაც ტიერი ანრის ამერიკულ გუნდში ასპარეზობა დასრულდა და მედია მის შესახებ ცნობებს უფრო ხშირად ავრცელებს. ერთ-ერთი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა და მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში მომუშავე ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს ფრანგი თავდამსხმელის “მამლების” რიგებში გამოძახებისკენ მოუწოდეს.
აღნიშნულ ცნობას საფრანგეთის ფეხბურთელთა თავკაცი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქრება ღირს.
“მედიაში ანრიზე ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ტიერი დიდებული ფეხბურთელია. საფრანგეთის ნაკრებისთვის ცოტა ადამიანს თუ გაუკეთებია მეტი ვიდრე მას. დაფიქრება აშკარად ღირს. ამ თემასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაველაპარაკები.” – განაცხადა დეშამმა.
ტიერი ანრიმ სანაკრებო კარიერა დიდი ხანია რაც დაასრულა. “მამლების” რიგებში თავდამსხმელმა 123 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა.. დიდიე დეშამს და ტიერი ანრის 1998 წელს ერთად მსოფლიო ჩემპიონატიც აქვთ მოგებული.