ფეხბურთი

5:02 | 5.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” როდრიგო გამოისყიდა

23 წლის ესპანელი ფორვარდი, როდრიგო მორენო “ვალენსიას” სრულფასოვანი წევრი გახდა – იუწყება “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.

როდრიგომ “ვალენსიასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შესაბამისად, “მესტალიაზე” 2019 წლამდე დარჩება. კომპანია “მერიტონმა”, რომელიც გასულ კვირას ოფიციალურად გახდა “ვალენსიას” აქციების 70.4%-ის მესაკუთრე, მორენო ზაფხულში 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა “ბენფიკასგან”. იგი “ღამურების” რიგებში ფორმალურად იყო იჯარით და კლუბის “მერიტონის” მფლობელობაში გადასვლისთანავე “ლოს ჩეს” სრულფასოვანი წევრი გახდა.

როდრიგომ “ღამურების” მაისური 11-ჯერ მოიგო, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

0.113264