ზაქათალის “სიმურგმა”, რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, აზერბაიჯანის საფეხბურთო თასის 1/8-ფინალში შინ პირველი ლიგის “რევანი” 6:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
“მომდევნო ეტაპის საგზურის ბედი ერთ მატჩში წყდებოდა და ამიტომ, შედეგი მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ” – განაცხადა აზერბაიჯანულ ინტერნეტმედიასთან საუბარში ქართველმა მწვრთნელმა.