“მილუოკი ბაქსის” და “მინესოტა ტიმბერვულვზის” ფორვარდები – ჯაბარი პარკერი და ენდრიუ უიგინსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ოტქომბერ-ნოემბრის საუკეთესო ახალბედებად დაასახელეს.
2014 წლის დრაფტის მე-2 ნომერ პარკერს ახალბედათა შორის ქულები მხრივ (11.6) პირველი მაჩვენებელი ჰქონდა, მე-2 იყო მოხსნებში (6.1) და ჩაჭრებში (1.33).
რაც შეეხება დრაფტის პირველ ნომერ უიგინსს, მას ქულებში (11.6) მე-2 შედეგი აღმოაჩნდა, სამქულიანებში კი საუკეთესო მაჩვენებელი (44.0%) ჰქონდა.
თვის ახალბედის ტიტულზე პრეტენზიას ბოიან ბოგდანოვიჩი (“ბრუკლინი”), კოსტას პაპანიკოლაუ (“ჰიუსტონი”), ზაკ ლავინი (“მინესოტა”), ელფრიდ პეიტონი (“ორლანდო”) და კეი ჯეი მაკდანიელსი (“ფილადელფია”) აცხადებდნენ.