ფეხბურთი

11:24 | 4.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა “ლივერპულსაც” მოუნდა

იტალიური “პალერმოს” ახალგაზრდა არგენტინელი თავდამსხმელი პაულო დიბალა კიდევ ერთი ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.

21 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ყურადღება მიიქცია, ახლა კი, მათ რიცხვს “ლივერპულიც” შეუერთდა.

Tuttomercatoweb-ის ცნობით, “პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, რომ დიბალას მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, მაგრამ “წითლებს” თანხის სიდიდე სულაც არ აშინებთ.

იანვრის სატრანსფერო სეზონში სამხრეთამერიკელის შეძენის ალბათობა ძალიან მცირეა და “ლივერპულიც” აქცენტს მომავალ ზაფხულზე აკეთებს. დიბალას “პალერმოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.11451