29-30 ნოემბერს ბათუმის ყინულის დარბაზში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის მატჩები ყინულის ჰოკეიში. წინა წლების მსგავსად, წელსაც, ჩემპიონატში 4 გუნდი ასპარეზობს.
საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა გათამაშების პირველი დღე, როდესაც გაიმართა ორი მატჩი. გახსნით შეხვედრაში ბაკურიანის „მიმინო" დაუპირისპირდა თბილისის „რუხ მგლებს" და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა 5:3 (1:1; 3:1; 1:1). კიდევ უფრო დაძაბული აღმოჩნდა მეორე დაპირისპირება, სადაც თბილისის „ცეცხლოვანმა ჯვაროსნებმა" ოვერტაიმში დაამარცხეს თბილისისვე „ყინულის რაინდები” 5:4 (2:1; 2:2; 0:1; 1:0).
მეორე დღეს გასამართი მატჩისთვის, როგორც ჩანს ძალების აღდგენა უკეთ ბაკურიანელებმა მოახერხეს და „მიმინომ" დიდი ანგარიშით დაამარცხა თბილისის „ყინულის რაინდები" 11:1 (5:1; 1:0; 5:0). (იხილეთ ვიდეო).
გაწეული დახმარებისთვის, საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ირაკლი ბერიძის მიმართ.
„მიმინო" - „რუხი მგლები" 5:3 (1:1; 3:1; 1:1);
გოლები: 1:0 - 6:14 წთ. გოგიჩაშვილი (გეფერიძის პასით); 1:1 - 18:21 წთ. კოჩკინი (დავითაშვილი); 2:1 - 25:18 წთ. გოჩა ჯეირანაშვილი (გოგიჩაშვილი); 3:1 - 35:16 წთ. გეფერიძე; 3:2 - 39:07 წთ. ბახტაძე (კოჩკინი); 4:2 - 39:20 წთ. გოგიჩაშვილი; 5:2 - 49:22 წთ. ოგანეზიანი (გოგიჩაშვილი); 5:3 - 54:07 წთ. ბახტაძე
„ყინულის რაინდები" - ცეცხლოვანი ჯვაროსნები" 4:5 (1:2; 2:2; 1:0; 0:1);
გოლები: 1:0 - 8:29 წთ. სმეტანინი (გიგაური); 1:1 - 10:55 წთ. შენგელია (კოსიცკი); 1:2 - 11:27 წთ. კოსიცკი (ნადირაშვილი); 1:3 - 24:26 წთ. შენგელია (ცაგარეიშვილი); 1:4 - 29:09 წთ. ცაგარეიშვილი; 2:4 - 34:52 წთ. ბუცხრიკიძე (სმეტანინი); 3:4 - 35:10 წთ. არჩვაძე (გიგაური); 4:4 - 58:15 წთ. ხორბალაძე (ბუცხრიკიძე); 4:5 - 62:03 წთ. კოსიცკი
„მიმინო" - „ყინულის რაინდები" 11:1 (5:1; 1:0; 5:0);
გოლები: 1:0 - 0:39 წთ. ოგანეზიანი (გოჩა ჯეირანაშვილი); 2:0 - 06:40 წთ. გოჩა ჯეირანაშვილი (გოგიჩაშვილი); 3:0 - 07:51 წთ. დ. ოგანეზიანი (ღონღაძე); 4:0 - 09:25 წთ. გეფერიძე (გოგიჩაშვილი); 4:1 - 15:26 წთ. კასრაძე (გიგაური); 5:1 - 15:53 წთ. გეფერიძე; 6:1 - 25:49 წთ. გოჩა ჯეირანაშვილი (გეფერიძე); 7:1 - 40:38 წთ. გოგიჩაშვილი (გოჩა ჯეირანაშვილი); 8:1 - 42:50 წთ. გოჩა ჯეირანაშვილი (გოგიჩაშვილი); 9:1 - 48:22 წთ. ღონღაძე (ჯანგობეჯიშვილი); 10:1 - 49:30 წთ. გეფერიძე; 11:1 - 51:30 წთ. ოგანეზიანი (გოგიჩაშვილი)
საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია