“ორლანდო მეჯიქის” ცენტრს მონტენეგროელ ნიკოლა ვუჩევიჩს “გოლდენ სტეიტთან” წაგებულ მატჩში (97:98) მონაწილეობა ზურგის ტრავმის გამო არ მიუღია. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
ნიკოლა ვერც “კლიპერსთან” ხვალ გასამართ მატჩში მიიღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია მონტენეგროელი ცენტრი პარკეტს როდის დაუბრუნდება.
ვუჩევიჩმა დაახლოებით ერთი თვის წინ “ორლანდოსთან” 4 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რაშიც 53 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. ნიკოლამ მიმდინარე სეზონსი 19 შეხვედრა ჩაატარა. მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში გახლდათ 18.6 ქულა. 11.7 მოხსნა და 2.7 პასი.