კალათბურთი

21:55 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩი: “დიდი ტრიო აღარაა, ლეონარდი ერთადერთია”

“სან ანტონიოს” მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ფორვარდი კავაი ლეონარდი მიმდინარე სეზონში გუნდის ლიდერად დაასახელა. მისი განცხადებით, ლეონარდმა “სპურსის” “დიდი ტრიო” ტიმ დანკანი, მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი უნდა შეიცვალოს.

“სანამ ახალგაზრდები იყვნენ დანკანი, ჯინობილი და პარკერი, შემეძლო დავყრდნობოდი. მაგრამ ახლა კავაის ვეუბნები: “დაივიწყე “დიდი ტრიო”, შენ ხარ ჩვენი ერთადერთი “დიდი” მოთამაშე. ასე რომ, მიდი და გააკეთე შენი საქმე”- პოპოვიჩის სიტყვებს The Washington post-ი ციტირებს.

0.113841