ჩოგბურთი

21:12 | 3.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 2014 წელს ყველაზე მეტი თამაში მოიგო

შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა სეზონი რეიტინგში მე-2 ადგილზე დაასრულა. “მხიარულმა” როჯერმა 2014 წელს ყველაზე მეტი 73 მატჩი მოიგო. თუმცა ფედერერს საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა - 92 მოგებული მატჩი. პლანეტის ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წელს 61 მატჩი მოიგო და 8 შეხვედრაში დამარცხდა. ნოლეს, ფედერერთან შედარებით 11-ით ნაკლები თამაში აქვს მოგებული, მაგრამ 4 თამაშით ნაკლები წაგებული. მოგება წაგების პროცენტი ნოლეს უკეთესი აქვს. ესპანელი რაფაელ ნადალი მე-3 ადგილზეა 48 მოგებით და 11 წაგებით.

იხილეთ 2014 წლის 10 საუკეთესო ჩოგბურთელი, მოგება წაგების პროცენტით.

  1. ჯოკოვიჩი 61-8 88.41 %
  2. ფედერერი 73-12 85.88 %
  3. ნადალი 48-11 81.36%
  4. ნიშიკორი 54-14 79.41 %
  5. მარეი 59-20 74.68 %
  6. ჩილიჩი 54-21 72 %
  7. ბერდიხი 55-22 71.43 %
  8. რაონიჩი 49-20 71.01%
  9. ვავრინკა 39-17 69.64%
  10. ფერერი 54-24 69.23%

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109775