ფეხბურთი

15:40 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

BBC-მ აფრიკის საუკეთესო ხუთეული დაასახელა

ბრიტანულმა BBC-მ აფრიკის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად კანდიდატთა 5-კაციანი სია წარადგინა, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებმა პირველ დეკემბრამდე საუკეთესო უნდა დაასახელონ.

აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის შემდეგი ფეხბურთელები იბრძოლებენ:

  1. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (თავდამსხმელი, "დორტმუნდი", გაბონი)
  2. იასინე ბრაჰიმი (ნახევარმცველი, "პორტუ", ალჟირი)
  3. ვინსენტ ენიამა (მეკარე, "ლილი", ნიგერია)
  4. ჟერვინიო (შემტევი ნახევარმცველი, "რომა", კოტდივუარი)
  5. იაია ტურე (ნახევარმცველი, "მანჩესტერ სიტი", კოტდივუარი)

აღნიშნული ფეხბურთელებიდან ობამეიანგის გარდა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ყველამ მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11237