ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება, სადაც 25-ათასიან ტურნირში პირველი განთესვით იასპარეზებს.
უკვე ცნობილია, რომ საწყის რაუნდში შაფათავას მეტოქე ბელარუსი სვიატლანა პირაჟენკა იქნება. წყვილებში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავა და რუსი ოლგა დოროშინა უკრაინელ ანა შკუდუნს და სლოვაკ რებეკა სრამკოვას გაეჯიბრებიან.
25-ათასიანი ტურნირი იმართება ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხშიც, რომელშიც რამდენიმე ქართველი გოგონა ჩაება. კვალიფიკაციაში თამარ ჭალაგანიძე იტალიელ კრისტიანა ფერანდოსთან 3:6, 0:6 დამარცხდა, მე-3 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია კი რუსი ანა პრიბილოვას ძლევის (6:3, 6:0) კვალად, ხორვატ იანა ფეტთან (მე-11) 0:6, 0:6 განადგურდა.
პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული ეკატერინე გორგოძე. წყვილებში ის და ქვაცაბაია რუსებს – ანასტასია და ანა პრიბილოვას ეთამაშებიან.
თურქეთის ქალაქ ანტალიაშია ჩასული მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. ის ბრძოლაში ძირითადი ბადიდან ჩაებმება.
ცნობისთვის, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 221 (210). სოფო შაფათავა – 223 ქულა; 319 (313). ეკატერინე გორგოძე – 122; 426 (436). სოფო ქვაცაბაია – 72; 442 (446). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 691 (696). მარიამ ბოლქვაძე – 25; 748 (753). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 21; 1156 (1160). თამარ კუტუბიძე – 5; 1236 (1238). თამარ ჭალაგანიძე – 3;
ქართველYვაჟთაგან მიმდინარე კვირაში მხოლოდ ალექსანდრე მეტრეველის გამოჩენას უნდა ველოდეთ, რომელიც ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში ჩაებმება.
პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში ქართველებს ასეთი პოზიციები უკავიათ: 209 (213). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 233 ქულა; 576 (576). ალექსანდრე მეტრეველი – 52; 863 (881). გიორგი ცივაძე – 18; 1097 (1099). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1398 (1396). ალექსანდრე ბაკში – 3; 1706 (1707). ირაკლი მეტრეველი – 1;