ფეხბურთი

22:46 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სუსოს “ლივერპულში” დარჩენა სურს

“ლივერპულის” ნახევარმცველ სუსოს აგენტის განცხადებით, “მილანის” ინტერესის მიუხედავად, მოთამაშეს ინგლისურ კლუბში დარჩენა სურს. 21 წლის ესპანელს მერსისაიდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუმცა სუსოს აგენტი ამბობს, რომ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი აქვთ.

ფეხბურთელის აგენტი ხაიმე სერა იტალიურ პრესას ესაუბრა.

“სუსო “ლივერპულის” ფეხბურთელია. მას სურს დარჩეს კლუბში, ასე რომ, მისგან მოლაპარაკების წამოწყების სურვილი მოდის. არსებობს სხვადასხვა კლუბის მხრიდან დაინტერსება, მაგრამ მას სურს დარჩეს იქ, სადაც არის”, - აღნიშნა მოთამაშის აგენტმა.

სუსომ გასული სეზონი “ალმერიაში” იჯარის წესით გაატარა. ესპანურ კლუბში მუდმივად სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა, ხოლო ამ სეზონის წინ “ლივერპულში” დაბრუნდა.

თეგებისუსო
0.121048