კალათბურთი

15:51 | 2.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უნიკსი” სანიკიძის საკითხის მოგვარებას ცდილობს

ყაზანის “უნიკსის” ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ახსანოვამ კომენტარი გააკეთა გუნდის ქართველი ლეგიონერის ვიქტორ სანიკიძის გარშემო შექმნილი პრობლემის გამო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს სავიზო საკითხის გამო, ცსკა-სთან ვთბ-ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის (8 დეკემბერს) გამოტოვება უწევს, ეს კი, პირველად ნამდვილად არ ხდება.

“რაც შეეხება სანიკიძეს, ცსკა-სთან თამაში ერთ ლეგიონერს ისედაც უნდა გამოეტოვებინა, ამდენად, აღნიშნულს მშვიდად ვხვდებით. 12 დეკემბერს “ჟალგირისთან” დაგეგმილი თამაშისთვის, ვიქტორი უკვე ყაზანში იქნება. ვმუშაობთ იმაზე, რომ მას ხანგრძლივი ვიზა ჰქონდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ისეთი სიტუაციაა, რომ სანიკიძეს მის გასაგრძელებლად საქართველოში ჩასვლა უწევს. იტალიაში, “დინამო სასარისთან” ევროლიგის მატჩში ის ითამაშებს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117754