ფეხბურთი

14:42 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იოჰან ბოსკამპი: “ოქრიაშვილის თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და თბილისი “დინამოს” ექსმწვრთნელმა იოჰან ბოსკამპმა ინტერნეტპორტალ voetbalnieuws.be-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თორნიკე ოქრიაშვილის თამაშის ყურება სიამოვნებს.

“ორივე შემთხვევაში მის საქციელს არაპროფესიონალურად და ბავშვურად მივიჩნევ. თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ის მოედანს მალე დაუბრუნდება. მისი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს და თუ ანალიზს გავაკეთებთ, ჩემთვის ფანტასტიკური ფეხბურთელია.

თუ პრობლემა მხოლოდ სახლის მონატრებაა, მაშინ “გენკმა” იგი პირველ გუნდში რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააბრუნოს. თუმცა, მეეჭვება პრობლემა მხოლოდ სახლი იყოს. გრაციოზული ფეხბურთელია და ყოველივეს მიუხედავად, საქართველოს ნაკრებში მაინც თამაშობს” – იუწყება ბოსკამპის სიტყვებს voetbalnieuws.be.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112478