ფეხბურთი

11:05 | 2.12.2014 | ნანახია 1006 - ჯერ

“ბარსელონა” მესის გაფრთხილებას გაასაჩივრებს

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერის, ლიონელ მესის გაფრთხილებას გაასაჩივრებს, რომელიც მან “ვალენსიასთან” 1:0 მოგებულ მატჩში მიიღო.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, მას შემდეგ რაც სერხიო ბუსკეტსმა გამარჯვების გოლი გაიტანა, რეფერიმ მესის ყვითელი ბარათი უჩვენა.

მიზეზი, რომლის გამოც 27 წლის ფეხბურთელმა გაფრთხილება მიიღო, მატჩის ტრანსლიაციაში ვერ მოხვდა. თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, ლეოს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ტრიბუნების მიმართ, რადგან ამ მომენტში მას “მესტალიის” ერთ-ერთი სექტორიდან ნასროლი წყლიანი ბოთლი თავში მოხვდა.

barcastuff-ის ცნობით, “ბარსელონა” სწორედ ამ გაფრთხილების გასაჩივრებას აპირებს და მის გაუქმებას მოითხოვს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:08 | 02.12.2014
amigo23 (14112)

უნდა გააუქმონ

11:42 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

აბა დროის გაყვანის და სიმულაციის გამო მისცა ყვითელიო.

0.130316