იტალიის სერია A-ს მე-13 ტური გენუაში გამართული საინტერესო მატჩით დასრულდა, სადაც სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მყოფი გუნდები “სამპდორია” და “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ.
“სამპდორია” გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ნეაპოლელებმა მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით გენუიდან ქულა წამოიღეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა გამათანაბრებელი გოლის გატანა კაცნაკლულებმა შეძლეს.
თამაში დაძაბული გამოდგა. პირველმა ნახევარმა ძირითადად ტაქტიკურ ბრძოლაში ჩაიარა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “სამპამ” დაწინაურება 57-ე წუთზე მოახერხა, როდესაც გუნდის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ედრემა დაახლოებით 20 მეტრიდან სტუმართა თანამემამულე მეკარე რაფაელს აუღებელი დაურტყა. “ნაპოლიმ” წონასწორობის აღდგენა მატჩის ბოლო წუთზე შეძლო. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ფაუზი გულამიმ, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას შეცვალზე შესულმა კოლუმბიელმა ფორვარდმა დიუვან ძაპატამ დაასწრო და თავური დარტყმით რაფაელ ბენიტესის გუნდი მარცხისაგან იხსნა. “სამპდორიამაც” და “ნაპოლიმაც” ზედიზედ მეორე შეხვედრა დაასრულეს ფრედ. მოპოვებული ქულით “აძური” სატურნირო ცხრილში “ჯენოას” წამოეწია და ბურთების უკეთესი მაჩვენებლის წყალობით მესამე ადგილიც დაიბრუნა. “სამპდორია” კი მე-5 ადგილზეა 22 ქულით.
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის 10 შეხვედრაში 26 გოლი გავიდა. 5 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, 2 სტუმრებმა, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
“სამპდორია” - “ნაპოლი” 1:1 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
“სამპდორია” (4-3-1-2): რომერო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; ობიანგი (დანკანი 59), პალომბო, სორიანო (კრისტიჩიჩი 64); რიცო (გაბიადინი 79); ოკაკა, ედერი
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ბრიტოსი (მერტენსი 59); ლოპესი, ინლერი (ჟორჟინიო 64); კალეხონი, ჰამშიკი (ძაპატა 79), გულამი; იგუაინი
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 1:0 ედერი (57), 1:1 ძაპატა (90)
გაფრთხილებები: ობიანგი (19), სორიანო (24), რომანიოლი (53) – ბრიტოსი (7), კულიბალი (35, 85), ინლერი (56)
გაძევება: კულიბალი (85)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) - 13 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:6 გაფრთხილელები: 3:4 გაძევება: 0:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) -9 გოლი, ხოსე კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, მაურო იკარდი (“ინტერი”) -7, ანტონიო დინატალე (“უდინეზე”) - 7, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) -7, ჟერემი მენეზი (“მილანი”) - 7