ჩოგბურთი

22:31 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელები მორიგ ანტალიურ ტურნირში ჩაებნენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

საკვალიფიკაციო რაუნდში ძალები თამარ ჭალაგანიძემ სცადა, რომელმაც სერბ ლიძია სამარჯიჩს 6:1, 6:1 სძლია, დასკვნით რაუნდში კი პორტუგალიელ მაფალდა ფერნანდესთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

პირდაპირ ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ბელგიელ ელინ ბოეიკენსს გაეჯიბრება, ხოლო მე-8 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიას მეტოქე მოლდოველი ანასტასია ვდოვენკო იქნება.

წყვილებში პირველ ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ და სლოვაკმა სკამლოვამ რუსები – დემინოვა და სტაროსტოიანცი 6:0, 6:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში ხსენებულ ბოეიეკენსს და ნორვეგიელ სტოკეს გაეჯიბრებიან.

მე-2 განთესვის მქონე გორგოძემ და სლოვენიელმა კოლარმა ავსტრიელ კიონიგს და რუს კუშკოვას 6:4, 3:6, 10:7 სძლიეს და მე-2 რაუნდში რუმინელ ბუზეანს და თურქ გულმანს დაუპირისპირდებიან. ამ წყვილმა ჭალაგანიძეს და რუს დმიტრიევას 6:4, 6:4 სძლია.

ანტალიაშივე ვაჟთა 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს გიორგი ცივაძე. იგი საწყის წრეში უკრაინელ დენის მილოკოსტოვს ეთამაშება. წყვილებში ცივაძე და რუსი იარკოვი თურქ ალტუნასთან და რუმინელ აპოსტოლთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.

0.113917