რაგბი

20:09 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეიტინგი უცვლელი დარჩა

ნოემბრის ტესტ-მატჩების დასკვნით დღეს, მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთის მეტოქეებმა ინგლისმა და უელსმა სარეიტინგო ქულები გაიუმჯობესეს, მაგრამ ეს გადაადგილებებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მოწინავე 20-ეულში ყველა გუნდი თავის ადგილზე დარჩა.

ინგლისმა A ჯგუფის კიდევ ერთი ბინადარი ავსტრალია 26:17 დაამარცხა, მონაგარს 0,64 ქულა შემატა და მეოთხე ადგილი შეინარჩუნა. ახლა ინგლისელები ირლანდიას 0,63 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ გაზარდეს უპირატესობა ავსტრალიასთან, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მე-4 საფეხურამდე აღზევდებოდა. უელსმა სამხრეთ აფრიკას 12:6 აჯობა და 1,7 ქულა მიიღო, მაგრამ კვლავ მე-6 პოზიციაზე დარჩა, ისევე, როგორც მეორე ადგილი შეინარჩუნა აფრიკამ, მაგრამ ახლა ის ახალ ზელანდიას 5,47 ქულით ჩამორჩება.

საქართველოს ნაკრებს ამ შაბათ-კვირას არ უთამაშია, განვლილი 3 შეხვედრის ჯამში კი, მე-15 პოზიცია შეინარჩუნა და იტალიასთან ჩამორჩენაც შეამცირა. მორიგ ცვლილებებს თებერვალ-მარტში უნდა ველოდეთ, როდესაც უფროსი და უმცროსი ექვსი ერი დაიწყება და აქ “ბორჯღალოსნებს” დაწინაურების შანსი მხოლოდ რუმინეთის ძლევის შემთხვევაში მიეცემათ, რა თქმა უნდა, თუ მანამდე გამართული შეხვედრები ქართველთა გამარჯვებით დასრულდება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 1 დეკემბრისთვის

  • (1). ახალი ზელანდია 93,70
  • (2). სამხრეთ აფრიკა 88,23
  • (3). ირლანდია 85,48
  • (4). ინგლისი 84,85
  • (5). ავსტრალია 82,95
  • (6). უელსი 81,64
  • (7). საფრანგეთი 79,66
  • (8). შოტლანდია 78,78
  • (9). არგენტინა 78,23
  • (10). სამოა 75,39
  • (11). იაპონია 74,70
  • (12). ფიჯი 74,57
  • (13). ტონგა 74,12
  • (14). იტალია 71,19
  • (15). საქართველო 70,76
  • (16). აშშ 67,61
  • (17). რუმინეთი 67,38
  • (18). კანადა 66,83
  • (19). რუსეთი 64,12
  • (20). ურუგვაი 63,58
  • (21). ესპანეთი 60,65
  • (22). პორტუგალია 58,56
  • (23). ნამიბია 58,27
  • (24). კორეა 57,22
  • (25). გერმანია 56,32
  • (26). ზიმბაბვე 55,83
  • (27). ჰონკონგი 55,79
  • (28). მოლდოვა 55,38
  • (29). ჩილე 54,54
  • (30). ბელგია 54,50
  • (31). კენია 53,25
  • (32). უკრაინა 52,33
  • (33). ჰოლანდია 52,25
  • ...

0.17065