ზაზა ჭელიძე ბელარუსულ საფეხბურთო კლუბ “გომელში” აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი football.by იუწყება.
27 წლის მცველი “გომელში” 1 აგვისტოს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე გააფორმა. მან ბელარუსულ გუნდში 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მერე, მას ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.
ჭელიძემ სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, მაგრამ ევროთასებიდან გუნდის გამოვარდნის შემდეგ, ბელარუსს მიაშურა.