ფეხბურთი

16:11 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაშია უკმაყოფილოა

ჰოლანდიური ინტერნეტპორტალის telegraaf.nl-ი იუწყება, რომ არნემის “ვიტესის” კაპიტან გურამ კაშიასთვის თადარიგში ყოფნა მიუღებელია. გამოცემის ცნობით, ამას ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილ ტურში “იგლზთან” ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში ქართველი ლეგიონერის საქციელი მოწმობს.

კერძოდ, კაშია სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა და იმის მაგივრად, რომ მოედნის კიდეზე მოთელილიყო, რამდენიმეჯერ ფეხი კუთხურის ალამს მოუქნია და სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა. საბოლოოდ, მას თამაში არ მოუწია.

ცოტა ხნის წინ, 27 წლის ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ თუ “ვიტესში” უთამაშებლობის პერიოდი გაუგრძელდება, კლუბის შეცვლაზე იფიქრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119351