დუდა სანაძის “სა დიეგო ტორეროსმა” მორიგი მატჩი კალიფორნიაში “ვესტერნ მიჩიგანთან” გამართა და დრამატულ ბრძოლაში 66:68 დამარცხდა.
გასული თამაშებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების კალათბურთელს სოლიდური სათამაშო დრო დაუთმეს და მანაც 24 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.
სანაძემ 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
მიმდინარე სეზონში “სან დიეგოს” 4 მოგება და 3 მარცხი გააჩნია, მომდევნო მატჩს კი 4 დეკემბერს “სან დიეგო სტეიტის” წინააღმდეგ ჩაატარებს.