კალათბურთი

3:18 | 1.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გარეშე

ვთბ-ლიგის საკვირაო მატჩებმა ქართველ კალათბურთელთა გარეშე ჩაიარა. მანუჩარ მარკოიშვილს ტრავმიანობა გაუგრძელდა, ვიქტორ სანიკიძე კი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა.

მოსკოვის ცსკა-მ, რომელშიც მარკოიშვილი ირიცხება, სანკტ-პეტერბურგში “ზენიტი” 81:57 გაანადგურა და ერთადერთი მარცხის წილ მე-7 გამარჯვება იზეიმა. “არმიელები” მხოლოდ ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდს” ჩამორჩებიან, რომელიც დღეს ფინურ “ბიზონსს” უმასპინძლებს.

6 მოგებით და 2 მარცხით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა “უნიკსმა”, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ევგენი პაშუტინმა სანიკიძე განაცხადში არ შეიყვანა. ყაზანელები პირველი ტაიმის შემდეგ ყაზახურ “ასტანასთან” 12 ქულით აგებდნენ, საბოლოოდ კი, 72:70 იმარჯვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11529