უნგრეთში "დიორმა" შინ 2:1 ითამაშა პაკშ-თან და ამ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ქვილითაიამ გახსნა ახლო მანძილიდან დარტყმით. ქვილითაია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს, გოლი კი შეცვლამდე 7 წუთით ადრე გაიტანა. "დიორი" მეათე ადგილზეა.
რუსეთში ყაზანის "რუბინმა" მოსკოვის "დინამოსთან" 1:1 ითამაშა და ყაზანელთა შორის ორმა ქართველმა შეუცვლელად ითამაშა: საბა კვირკველიამ და მამუკა კობახიძემ.
უკრაინაში "კარპატიმ" შინ 1:0 სძლია "ჰოვერლას" და ბოლოსწინა პოზიციაზეა, რადგან 9 ქულა აქვს დაკლებული. კარპატელთაგან შეუცვლელად გაისარჯა ბუბა დაუშვილი.
იტალიის სერია ა-ში "ემპოლიმ" 0:0 ითამაშა "ატალანტასთან" და მეცამეტე პოზიციაზეა. ლევან მჭედლიძე 78-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, ხოლო ირაკლი შეყილაძე კვლავაც განაცხადს მიღმა იყო.