ჰოლანდიის ჩემპიონატში “ვიტესისა” და “იგლზის” შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მასპინძელთა სასტარტო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ქართველი, ვაკო ყაზაიშვილი მოხვდა, ხოლო გურამ კაშია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა. ყაზაიშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო კაშია მოედანზე არ გამოსულა. ამ ეტაპზე “ვიტესი” 11 ქულით მე-17 ადგილზეა.
“გენკმა” გავსლით შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა “სერკლ ბრიუგე.” თორნიკე ოქრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, 84-ე წუთზე მაკლიშმა შეცვალა. ოქრიაშვილის ნაცვლად მოედანზე კავრიჩი გამოჩნდა.
ლუკა ზარანდია განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშა. ზარანდია მატჩის ბოლომდე სათადარიგო გახლდათ.
ბუქარესტის “რაპიდთან” გავსლითი მატჩი გამართა გიორგი ჭანტურიას “კლუჟმა.”შეხვედრაში გოლი არ გასულა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა მოედანი 86-ე წუთზე დატოვა. 61-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ ყვითელი ბარათი დაიმსახურა.