იტალიის სერია A-ს მე-13 ტური ორი შეხვედრით გაიხსნა. “სასუოლომ” “ვერონა” მიიღო, ხოლო, მეორე ვერონულმა გუნდმა “კიევომ” “ლაციოს” უმასპინძლა. ორივე შეხვედრა საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.
თავდაპირველად ტურის პირველ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელიც რეჯიო ემილიაში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. არადა, მატჩის დასაწყისი სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მატჩის მე-7 წუთი მიმდინარეობდა, როცა ვერონელთა ბერძენმა მცველმა ვანგელის მორასმა კუთხურის გათამაშების დროს ყველას დაასწრო და ახლო ძელთან ჩასაფრებულმა ანგარიში გახნსა. ამის შემდეგ, გათანაბრება მასპინძლებს შეეძლოთ, თუმცა სანსონეს მეკარე რაფაელმა აჯობა, ხოლო მანიანელის შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა. მეორე ტაიმის დასაწყისში დი ფრანჩესკოს შეგირდებმა მაინც გაათანაბრეს. დომენიკო ბერარდის ლამაზი გადაცემა არანაკლებ ლამაზი დარტყმით ნიკოლა სანსონემ დაასრულა - 1:1. მასპინძლებს გამარჯვება ალჟირელმა ლეგიონერმა საფირ ტაიდერმა მატჩის დასრულებამდე 13 წუთით ადრე მოუტანა. ტაიდერმა თანაგუნდელების კარგად დაწყებული შეტევა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
დღის მეორე მატჩი “სტადიო ბენტეგოდიზე” გაიმართა, სადაც “კიევომ” დედაქალაქური “ლაციო” მიიღო. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა, რადგან სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფრე არცერთს აძლევდა ხელს, თუმცა საფეხბურთო ფორტუნამ მათ ხელი არ შეუწყო. მეტ წილად სტუმრებს, რომლებიც თითქმის ყველა სათამაშო ასპექტში ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხეს და შეხვედრაც გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
“სასუოლო” - “ვერონა” 2:1 (0:1)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, პელუზო; მანიანელი, მისიროლი, ტაიდერი; ბერარდი (ბრიგი 85), ფლოკარი (პავოლეტი 68), სანსონე (ფლორო ფლორესი 71)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; გონსალესი, მარკესი, მორასი, აგოსტინი; ჰალფრედსონი (ნენე 82), იონიტა (კამპანარო 67), ტაკჩიდისი; ლოპესი (გომესი 65), ტონი, ლაზაროსი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 0:1 მორასი (7), 1:1 სანსონე (50), 2:1 ტაიდერი (77)
გაფრთხილებები: ტაიდერი (32), ბერარდი (59), ფლორო ფლორესი (73), მანიანელი (76) – ჰალფრედსონი (31), ლოპესი (64), კამპანარო (70)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (5) - 11 (1), ბურთის ფლობა: 53%-47%, კუთხურები: 9:5, გაფრთხილებები: 4:3
მსაჯი: დანიელე დოვერი
“კიევო” - “ლაციო” 0:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
“კიევო” (4-3-1-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; ბირსა (ბელომო 81); პალოსკი (მაქსი ლოპესი 83), მეჯორინი (პელისიერი 68)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, რადუ, ბრაიფიედი; ალვარო გონსალესი, პაროლო, ბილია; მაური (კეიტა 74), ჯორჯევიჩი (კლოზე 83), კანდრევა (ანდერსონი 61)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გაფრთხილებები: ცეზარი (56)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) - 12 (4), ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 1:13 გაფრთხილებები: 1:0
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) - 9 გოლი, ხოსე მარია კალეხონი (“ნაპოლი”) - 8, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) - 7, ანტონიო დი ნატალე (“უდინეზე”) – 7, მაურო იკარდი (“ინტერი”) -7.