ფეხბურთი

23:50 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელები იგებენ

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" ბოლო ტურებში წარუმატებლობის შემდეგ, მოგების გემო გაიხსენა. შოთას გუნდმა შინ 3:1 სძლია "რიზესფორს" და სადღეისოდ მეექვსე ადგილზეა, თუმცა ტურის რამდენიმე მატჩი ჩასატარებელია.

მოიგო კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმაც", რომელმაც დედაქალაქურ დერბიში "ბაქის" 1:0 სძლია. "ინტერი" მესამე ადგილზეა. ცხადაძის გუნდში შეცვლელად ითამაშეს ლაშა სალუქვაძემ, ალეკო ამისულაშვილმა და მეკარე გიორგი ლომაიამაც, რომელიც მიმდინარე სეზონში პირველად გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში. "ბაკის" ერთადერთი გოლი ესპანელმა მიკელ ალვარომ გაუტანა, რომელიც 8 გოლით აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. შეგახსენებთ, ალვარო თბილისის "დინამოში" თამაშობდა.

პოლონეთში "იაგელონიამ" შინ 0:0 ითამაშა "ზავიშასთან" და მეხუთეზეა. ნიკა ძალამიძემ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე.

0.118933