კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზამთარში ახალი მცველის ყიდვას არ გეგმავს. მისი თქმით, სრულებით აკმაყოფილებს იმ ფეხბურთელთა დონე, რომელიც ახლა მის განკარგულებაშია.
“უმჯობესი იქნება, როცა ვერმაელენი დაბრუნდება უკეთეს ფორმაში შევიდეს. ახალი მცველი გუნდს ნამდვილად არ სჭირდება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ თამაშობს მონტოია, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური გადაწყვეტილებაა. ის არაა სათანადო ფორმაში”, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
“არსენალიდან” ზაფხულში ნაყიდმა ტომას ვერმაელენმა ჯერჯერობით იმედები ვერ გაამართლა, ვერც ხერარდ პიკე შევიდა სათანადო ფორმაში და ხმები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მცველის ყიდვის შესახებ სწორედ აქედან განჩდა.