ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სუონსის” კოტ დ’ივუარელმა ფორვარდმა ვილფრიდ ბონიმ “გარდიანთან” იმ სატრანსფერო ჭორებზე ისაუბრა, რომელიც მის შესახებ ვრცელდება.
ბონის თქმით, მას არ უკვირს, რომ რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, მათ შორის “ლივერპულს”, მაგრამ მას რეალურად არავინ დაკავშირებია და “სუონსიშიც” თავს ბედნიერად გრძნობს.
“როცა 25 გოლს გაიტან ნორმალურია, რომ შენზე ლაპარაკობენ და სხვადასხვა გუნდს გიკავშირებენ. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მაგრამ რეალობა ისაა, რომ “სუონსიში” თავს ბედნიერად ვგრძნობ”, - განაცხადა ბონიმ.
ვილფრიდ ბონი უელსურ კლუბში არნემის “ვიტესიდან” 2013 წელს გადაბარგდა და პრემიერლიგაში ჩატარებულ 47 მატჩში 23 გოლი გაიტანა.