კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი იმსახურებს.
1 დეკემბერს ფიფა “ოქროს ბურთის” მაძიებელ სამ კანდიდატს დაასახელებს. საუკეთესო ფეხბურთელს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გამოავლენს.
"არ მინდა კამათში შევიდე მადრიდის "რეალთან" მას შემდეგ რაც პლატინიმ განცხადება გააკეთა, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი აზრი. “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი იმსახურებს. ასე რომ, მე მას გადავცემდი ამ საპატიო ტიტულს." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ “ოქროს ბურთი” გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს შეიძლება გადაეცეს, რასაც “სამეფო კლუბის” მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ უნდა გახდეს.