“დალას მავერიქსის” კალათბურთელმა დირკ ნოვიცკიმ “ტორონტოსთან” მოგებულ თამაშში (106:102) ერთი სამქულიანი ჩააგდო. ეს სამქულიანი გერმანელის ამერიკულ კარიერაში საიუბილეო 1 500-ე გამოდგა.
ნოვიცკი NBA-ს ისტორიაში 23-ე კალათბურთელია, ვინც 1 500 სამქულიანი ჩააგდო.
NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი სამქულიანი რეი ალენს აქვს ჩაგდებული - 2973. მეორე ადგილზე რეჯი მილერია – 2560, ხოლო მესამე ადგილს ზაზა ფაჩულიას და “მილუოკი ბაქსის” მთავარი მწვრთნელი ჯეისონ კიდი იკავებს 1988 სამქულიანით.