ლონდონის “არსენალი” ფრანგული “პარი სენ ჟერმენიდან” 28 წლის საყრდენის იოან კაბაიეს გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “დეილი ექსპრესი” წერს. ლონდონელთა ფრანგ დამრიგებელს არსენ ვენგერს ყოველთვის იზიდავდა საკუთარი გუნდის რიგებში თანამემამულე ფეხბურთელების ხილვა. როგორც სჩანს, გამონაკლის არც პსჟ-ს ფეხბურთელია.
კაბაიე პარიზულ კლუბში გადასვლამდე ინგლისის პრემიერლიგაში “ნიუკასლ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა.