ფეხბურთი

15:13 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო ტაკონი: “მე ბუფონს ვჯობდი”

ცნობილ იტალიელ მეკარეს სტეფანო ტაკონის gazzeta dello sport-ის ჟურნალისტმა იტალიის ყველა დროის 5 საუკეთესო მეკარის დასახელება სთხოვა. “იუვენტუსის” ყოფილმა კარის დარაჯმა განაცხადა, რომ იგი ჯანლუიჯი ბუფონზე მაღალი დონის მეკარე გახლდათ და თავის შერჩეულ ხუთეულში საკუთარი თავი ბუფონზე მაღლა დააყენა.

“ჩემი აზრით, საუკეთესო დინო ძოფია. შემდეგ მე მოვდივარ, მესამე ადგილზე ჯიჯი ბუფონს დავაყენებდი, მეოთხეზე - ანჯელო პერუცის, ხოლო ხუთეულის ბოლო საფეხურზე ვალტერ ძენგა დგას”, - განაცხადა სტეფანო ტაკონიმ.

ტაკონიმ კარიერის გამორჩეული წლები ტურინის” იუვენტუსში” გაატარა. იგი “ბებერ ქალბატონში” დინო ძოფის ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მივიდა და გუნდის ღირსებას 1983-1992 წლებში იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან ტურინელთა რიგებში 254 შეხვედრა ჩაატარა. იტალიის ნაკრებში კი ტაკონიმ 1987-1991 წლებში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.132962