იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის და ამხანაგური მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
იტალიელი სპეციალისტი ექსპერიმენტებს მიმართავს და ამჯერად "სკუადრა აძურას" განსხვავებული შემადგენლობა ჰყავს. წინა თვის სანაკრებო პაუზისგან განსხვავებით, კონტემ ბალოტელის, ჩერჩის, სორიანოს, ელ შაარავის, მორეტის და ბერტოლაჩის უხმო.
ანდრეა პირლო და ლორენცო ინსინიე ტრავმის გამო შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ, ხოლო ლეგიონერები ჩერჩი და ბალოტელი კონტეს მწვრთნელობის პერიოდში არიან გამოძახებულნი ეროვნულ გუნდში.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კონტეს რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: ბუფონი ("იუვენტუსი"), პერინი ("ჯენოა"), სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).
მცველები: კიელინი, ოგბონა (ორივე "იუვენტუსი"), მორეტი ("ტორინო") რანოკია ("ინტერი"), რუგანი ("ემპოლი").
ნახევარმცველები: ბერტოლაჩი ("ჯენოა"), ბონავენტურა, ელ შაარავი, დე შილიო (სამივე "მილანი"), კანდრევა, პაროლო (ორივე "ლაციო"), ჩერჩი ("ატლეტიკო", ესპანეთი), დარმიანი ("ტორინო"), დე როსი ("რომა"), მარკიზიო ("იუვენტუსი"), პასკუალი ("ფიორენტინა"), სორიანო ("სამპდორია"), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი)
თავდამსხმელები: ბალოტელი ("ლივერპული", ინგლისი) ჯიოვინკო ("იუვენტუსი"), იმობილე ("დორტმუნდი", გერმანია), პელე ("საუთჰემპტონი", ინგლისი), ძაძა ("სასუოლო").
იტალიელები 16 ნოემბერს ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მატჩს მილანში "სან სიროზე" ხორვატიის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო ორ დღეში ალბანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდებიან.