ევროლიგის მე-7 ტურში ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” კაუნასის “ჟალგირისს” დაუხვდა და 55:61 დამარცხდა. რუსული კლუბი საშინლად გამოიყურებოდა მე-2 ტაიმში, რომელშიც მხოლოდ 18 (!) ქულა ჩააგდო, არადა, თამაშის მიმდინარეობისას წინ 17 ქულითაც კი იყო.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:40 წუთი გაატარა და მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია, აქტივში 1 ჩაჭრა ჰქონდა, პასივში კი – 1 პერსონალური ფოლი.
ნოვგოროდელებს 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და A ჯგუფში ვიკტორ სანიკიძის “უნიკსთან” ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ. მე-8 ტურში, 4 დეკემბერს, ფაცაციას კლუბი ჯგუფის ლიდერ მადრიდის რეალს უმასპინძლებს.