რომაული “ლაციო” “პარმას” მცველით, გაბრიელ პალეტათი დაინტერესდა – იუწყება იტალიური გამოცემა Corriere Dello Sport–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “ლაციოს” ხელმძღვანელობამ შესაძლოა ემილიურ კლუბს ბარტერი შესთავაზოს და გარკვეულ თანხას, ნოვარეტი, კავანდა, კონკო ან პერეირინია დაუმატონ. “არწივები” ტრანსფერის გაჩარხვას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
მიმდინარე სეზონში, 30 წლის მცველმა ტრავმის გამო მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა.