კალათბურთი

19:13 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკვე ოფიციალურად: საქართველო მე-5 კალათაშია

ფიბა-ევროპამ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრის წინ გუნდების ოფიციალური განთესვა გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის წილისყრა 8 დეკემბერს პარიზულ დისნეილენდში შედგება და ფიბა-ევროპა ცერემონიალის დამატებით დეტალებს რამდენიმე დღეში გამოამზეურებს, მანამდე კი, ნაკრებები რეიტინგის მიხედვით ჩამოამწკრივა და შევიტყვეთ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი მე-5 კალათაში მოხვდა.

როგორც ცნობილია, კენჭისყრის შედეგად, ფინალში გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო კი მერვედფინალში გავა და ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს. ნაკრებთა სრული განთესვა ასე გამოიყურება.

N ქვეყანა ფიბა-ევროპას ბოლო ტურნირი ადგილი შედეგი % შეფარდება
1 საფრანგეთი EB 2013 1
2 ლიტვა EB 2013 2
3 ესპანეთი EB 2013 3
4 ხორვატია EB 2013 4
5 სლოვენია EB 2013 5
6 უკრაინა EB 2013 6
7 სერბეთი EB 2013 7
8 ფინეთი EB 2013 9
9 საბერძნეთი EB 2013 11
10 თურქეთი EB 2013 17
11 ლატვია EB 2015 2nd QR 1 6-0 100 1.2398
12 ბოსნია-ჰერცეგოვინა EB 2015 2nd QR 2 4-0 100 1.1386
13 პოლონეთი EB 2015 2nd QR 3 5-1 83.3 1.2385
14 ბელგია EB 2015 2nd QR 4 5-1 83.3 1.1979
15 მაკედონია EB 2015 2nd QR 5 5-1 83.3 1.1450
16 იტალია EB 2015 2nd QR 6 3-1 75 1.1654
17 გერმანია EB 2015 2nd QR 7 4-2 66.7 1.3243
18 ისრაელი EB 2015 2nd QR 8 4-2 66.7 1.1195
19 ჩეხეთი EB 2015 2nd QR 9 4-2 66.7 1.1150
20 საქართველო EB 2015 2nd QR 10 4-2 66.7 1.0558
21 ჰოლანდია EB 2015 2nd QR 11 4-2 66.7 1.0107
22 რუსეთი EB 2015 2nd QR 12 2-2 50 1.1679
23 ისლანდია EB 2015 2nd QR 13 2-2 50 0.9896
24 ესტონეთი EB 2015 1st QR 1 5-3 62.5 1.1286

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ერთბაშად 4 ქვეყანა უმასპინძლებს: ხორვატია (ზაგრები), საფრანგეთი (მონპელიე და ლილი), გერმანია (ბერლინი) და ლატვია (რიგა). ჯგუფურ რაუნდს ოთხივე ხსენებული ქვეყანა მიიღებს, პლეი-ოფიდან კი გუნდები სრულად ფრანგულ ლილში გადაინაცვლებენ. ისიც ვთქვათ, რომ ევრობასკეტი გაისად 5-20 სექტემბერს შედგება.

0.121493