მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, პოლონელი აგნეშკა რადვანსკა ზედიზედ მეორედ WTA-ს წლის საუკეთესო დარტყმის ტიტულს იგებს.
WTA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა. გულშემატკივრებმა რადვანსკას მიერ ბეკჰენდიდან ჩაგდებული ქულა გამოარჩიეს. აგამ აგვისტოში “მონრეალის” მასტერსზე რუს ეკატერინა მაკაროვას ულამაზესი და ამავდროულოდ ურთულესი ბურთი დაურტყა ბეკჰენდიდან. რადვანსკა მეტოქესთან ზურგით იდგა და ისე შეასრულა, როგორც ახლა გაირკვა, წლის საუკეთესო დარტყმა.
WTA-ს მონაცემებით, ასე გადანაწილდა გულშემატკივართა ხმები:
- აგნეშკა რადვანკსა 45^%
- ანა ივანოვიჩი 31 %
- ეჟენი ბუშარი 15 %
- ანჟელიკა კერბერი 9 %
იხილეთ ნომინირებული ოთხივე ჩოგბურთელის ლამაზი დარტყმები