ფეხბურთი

12:57 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვილიარეალის” მწვრთნელი “გლადბახთან” ფრით კმაყოფილია

“ვილიარიალსა” და “გლადბახს” შორის ევროპის ლიგის მე-5 ტურში ფრედ (2:2) დასრულებული მატჩი ესპანური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინიო გარსია ტორალმა დადებითად შეაფასა. ტორალის განცხადებით, ის კმაყოფილი დარჩა პირველ ტაიმში თავისი ფეხბურთელების გარჯით, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თამაშის ბოლოს მის გუნდს დაღლილობა დაეტყო.

“პირველ ტაიმში ჩვენ საუკეთესოები ვიყავით. რთული წარმოსადგენი იყო, რომ მეტოქე შორი მანძილიდან 2 გოლს გაგვიტანდა, მაგრამ გერმანელებმა ეს მოახერხეს. გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა და კმაყოფილი ვარ შედეგით, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან” – ტორალის სიტყვებს Spanish Football-ი ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117948