ფეხბურთი

18:51 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორების საშუალო ასაკი

ჩემპიონთა თასს 1991-1992 წლების სეზონის წინ ჩემპიონთა ლიგა ეწოდა, მას შედმეგ, შეიცვალა გათამაშების ფორმატიც, რამაც ამ ულამაზეს ტურნირს განსაკუთრებული ხიბლიც შესძინა.

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის დაარსების დღიდან, დღემდე რამდენიმე გამარჯვებული გუნდის საშუალო ასაკს.

რომელი უფრო რეალურია, მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი ახალგაზრდული თუ ხანდაზმული გუნდით? ვფიქრობთ, ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს ჩვენი სტატისტიკა იძლევა, რომელშიც დათვლილია ბოლო წლების ტრიუმფატორი გუნდების საშუალო ასაკი.

ჩემპიონთა ლიგა ყველაზე ახალგაზრდული გუნდით ამსტერდამის “აიაქსს” აქვს მოგებული. 1994-1995 წლების სეზონში ლუის ვან გაალის გუნდმა ფინალში გამოცდილი მილანი 19 წლის პატრიკ კლუივერტის გოლით დაამარცხა. მაშინ ჰოლანდიური გრანდის საშუალო ასაკი მხოლოდ 23.6 წელი იყო.

თავის მხრივ, “მილანი” ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გუნდია, რომელსაც აღნიშნული ტურნირი მოუგია. 2006-2007 წლების სეზონის ტრიუმფატორი გუნდის საშუალო წლოვანება 30.3 წელს შეადგენდა.

გარდა “მილანისა”, სხვა იტალიური კლუბებიც გამოირჩევიან ასაკობრივი სიმაღლით. 1995-1996 წლების სეზონში მარჩელო ლიპის “იუვენტუსმა” ფინალში “აიაქსი” დაამარცხა. მაშინდელი “ბებერი ქალბატონის” საშუალო ასაკი 27.4 წელი გახდათ. ხოლო, 2009-2010 წლების სეზონში მილანის “ინტერის” ფეხბურთელთა ასაკი 29.9 წელი იყო.

2011 წლის ტრიუმფატორი “ბარსელონა” 27.2 წლის გახლდათ, 2012 წლის გამარჯვებული “ჩელსი” 27.9. მიუნხენის “ბაიერნის”, რომელმაც 2013 წელს იჩემპიონა, საშუალო ასაკი 26.3 წელს შეადგენდა, ხოლო ბოლო ტრიუმფატორი, მადრიდის “რეალი” შარშან გაზაფხულზე საშუალოდ 25.6 წლის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

0.16604