ფეხბურთი

18:13 | 27.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფიგუსთვის არჩევანი რთული გასაკეთებელია

ყოფილმა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლუიშ ფიგუმ პორტუგალიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისთვის ძნელი ასარჩევია თუ რომელ უცხოურ კლუბში უფრო გრძნობდა თავს ბედნიერად.

“საუკეთესო გამოცდილება ჩემს კარიერაში? - რთული ასარჩევია, ვითამაშე წლების განმავლობაში, ყველა კლუბთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს, მოვიგე უამრავი ტიტული, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური”, - განაცხადა 42 წლის ფიგუმ.

პორტუგალიელი ლუიშ ფიგუ კარიერის განმავლობაში სამი უცხოური კლუბის, “ბარსელონას” (1995-2000), მადრიდის “რეალის” (2000-2005) და მილანის “ინტერის” (2005-2009) ღირსებას იცავდა.

0.116291