მადრიდის “რეალის” უელსელმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა “ას”-თან საუბარში განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება მის მიმართ გამოქმულ კრიტიკას, თითქოსდა იგი ცუდ სათამაშო ფორმაში იმყოფებოდეს. “ბაზელთან” მოგებული მატჩის შემდეგ, ბეილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თავის ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით, შემდეგი პასუხი გასცა:
“კარგი ფორმისგან შორს ვარ? - არ ვფიქრობ ასე. ეს არაა კითხვა, რომელიც უნდა დამისვათ”, - განაცხადა გარეთ ბეილმა.
მიმდინარე სეზონში ბეილს ტრავმა ჰქონდა, რომელიც თითქმის თვის წინ მოირჩინა.