მოსკოვის ცსკა-მ, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ირიცხება, ვთბ-ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და იოლი გამარჯვება იზეიმა.
“მანუ” ჯერაც ტრავმას იშუშებს და გუნდის განაცხადში არ ყოფილა, “არმიელებმა” კი რუსულ დერბიში “კრასნიე კრილია” 92:51 გაანადგურეს.
სამარელებთან მატჩში 10 და მეტი ქულა ცსკა-ს ხუთმა კალათბურთელმა მიითვალა, ეფექტიანობის საუკეთესო კოეფიციენტი კი ამერიკელ აარონ ჯეკსონს ჰქონდა: 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა.
მოსკოველებმა 5 მოგება და 1 მარცხი მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. წაუგებელნი მხოლოდ “ნიჟნი ნოვგოროდი” და “უნიკსი” არიან, რომელშიც ვიქტორ სანიკიძე ირიცხება.
დღეს, ლიდერები სწორედ ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. მატჩი ყაზანში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. კიდევ უფრო საინტერესი კი ის გახლავთ, რომ 13 ნოემბერს “უნიკსი” და “ნიჟნი ნოვგოროდი” ყაზანისვე “ბასკეტ ჰოლში” უკვე ევროლიგის ეგდით ითამაშებენ.