ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ზესტაფონელებმა ორი დღე დაისვენეს და საწვრთნელ პროცესს 9 ნოემბერს დაუბრუნდნენ – გუნდი საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა.
აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელებს შეუერთდა და სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ნახევარმცველი ლაშა გვალია.
ზესტაფონელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 12 ნოემბერს ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება – ერთმანეთს “ზესტაფონი” და ფოთის “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. თამაში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.