მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ, მოედანს უბრუნდება.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ტრავმა 20 ოქტომბერს, ვთბ-ლიგაში კრასნოიარსკის ენისეისთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ, ხუთი კვირა და “არმიელთა” 10 მატჩი გაუცდა, სამშაბათიდან კი სრულფასოვანი ვარჯიში განაახლა და გუშინ გუნდთან ერთად თელ-ავივში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცსკა-ს ევროლიგაში მოქმედ ჩემპიონ “მაკაბისთან” დაპირისპირება ელის და მარკოიშვილი რუსული კლუბის განაცხადში იქნება, ამდენად, მის მოედანზე გამოჩენას უნდა ველოდეთ.
მომავალი მატჩი თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, რუსული გრანდი მდგომარეობას კიდევ უფრო განიმტკიცებს. ცსკა-ს გასული ექვსივე მატჩი მოგებული აქვს და B ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.