ფეხბურთი

11:20 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "აპოელის" სტუმრად დამარცხების (4:0) შემდეგ პრესკონფერენციაზე წარსდგა და როგორც "ბლაუგრანას" შესახებ, ასევე ლიონელ მესისიზეც ისაუბრა.

"მოხარული ვარ ჩემი გუნდის თამაშით, ჩვენ მოვუგეთ იმ გუნდს, რომელიც იშვიათად უშვებს ბევრ გოლს. პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ბევრი რამის შეცვლა შევძელით. "აპოელთან" ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდა. განვლილ მატჩში სუარესმაც გაიტანა, რაც დიდებულია ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ ის კიდევ ბევრს გაიტანს. რაც შეეხება მესის, არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. იგი ჩვენ გაოცებას განაგრძობს. ახლა კი პრიმერადივიზიონში "ვალენსიის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ლიონელ მესიმ კვიპროსული გუნდის კარში სამი გოლი გაიტანა და იგი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. რამდენიმე დღის წინ არგენტინელმა შემტევმა ლეგენდარული ფეხბურთელის ტელმო ზარას რეკორდიც გააუმჯობესა და პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი 253 გოლით შეიქმნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113447