ფეხბურთი

10:55 | 26.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" უილშირს სამი თვე მოისაკლისებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი სამ თვეს "მეთოფეთა" ლაზარეთში გაატარებს.

ინგლისელმა კოჭის ტრავმა პრემიერლიგის მე-12 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:2) წაგებულ შეხვედრაში მიიღო. ლონდონური კლუბის ექიმების განცხადებით, უილშირის ოპერაცია ჩაუტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდი სამ თვეს გასტანს.

იმ შემთხვევაში თუ აღდგენითი პროცესი წარმატებით განვითარდება, ნახევარმცველი მოედანს 8 კვირაში დაუბრუნდება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 9 თამაში ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12664