საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც გოჩა ტყებუჩავა წვრთნის, ევრო-2015-ის ელიტრაუნდის კენჭისყრის წინ C (მე-3) კალათაში მოხვდა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
17-წლამდელები ჯგუფში ნორვეგიელებთან, სლოვაკებთან, ბელარუსებთან, ისლანდიელებთან, უნგრელებთან, სერბებთან და შვედებთან ერთად მოხვდნენ.
დანარჩენი კალათები ასე გამოიყურება:
A კალათა: გერმანია, პოლონეთი, ესპანეთი, ინგლისი (მოქმედი ჩემპიონი), ავსტრია, პორტუგალია. ჰოლანდია, ჩეხეთი.
B კალათა: ხორვატია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, რუსეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, ბელგია.
D კალათა: საბერძნეთი, ისრაელი, სლოვენია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, უკრაინა.
კენჭისყრა 3 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში ჩატარდება და თბილისის დროით 13:40 საათზე დაიწყება. ნაკრებები 8 ჯგუფში გადანაწილდებიან, თითოში – 4-4. უეფას გადაწყვეტილებით უკრაინისა და რუსეთის 17-წლამდელები ერთ ჯგუფში ვერ მოხდებიან.
გარდა ამისა, უეფამ 17-წლამდელთა ევროპირველობის არსებობის ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე 8-ის მაგივრად 16 გუნდი დაუშვა. ელიტრაუნდიდან ფინალურ ეტაპზე ჯგუფების 8 გამარჯვებული და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მეორეადგილოსანი გავა, რომლებსაც მასპინძელი დაემატება. ევროპის ჩემპიონატი 2015 წლის 6-დან 22 მაისამდე ბულგარეთში ჩატარდება.